კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და კიევის "დინამოსთან" ითამაშებს

AutoSharing Option
თურქული "გიოზთეფედან" პოლტავას "ვორსკლაში "დაბრუნებულმა 30 წლის ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ტრავმა მიიღო. მან  ბოლოს უკრაინის ჩემპიონატზე "ვერესთან" 16 სექტემბერს ითამაშა, ახლა კი მწყობრში ჩადგა და კვირას, მე-15 ტურში კიევში "დინამოსთან" დასაპირისპირებლად მზადაა.

მისი გუნდი სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და მძიმე გასვლა ელის. სანდროს გარდა საასპარეზოდ მზადაა პოლტაველთა ტრავმამორჩენილი კაპიტანი ვლადიმირ ჩესნაკოვიც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული