ჯერ კაცი ვარ და მერე ფეხბურთელი - 10 საინტერესო ფაქტი საბა კვირკველიას შესახებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადასვლის შემდეგ ყურადღების ეპიცენტრში მოხვდა.

საბა კვირკველია ერთ-ერთი საუკეთესო მცველია რუსეთის პრემიერლიგაში და დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მოსკოველები დღეს პირველ ადგილზე არიან.

10. საბა კვირკველიას ვერსიით, რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მცველი მისი მეგობარი გიორგი ჯიქიაა.

9. ქართველი ლეგიონერის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2014 წლის 5 მარტს შედგა. მაშინ საქართველოს ნაკრებს თემურ ქეცბაია უძღვებოდა. საბა ლიხტენშტეინთან მატჩის 77-ე წუთზე შევიდა მოედანზე და მას შემდეგ 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

8. საქართველოს ნაკრების მცველს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე
2011 წელს აქვს ნათამაშები. "რუბინმა" კვალიფიკაციის მესამე ეტაპზე კიევის "დინამო" გამოთიშა, პლეი-ოფში კი "ლიონს" დაუპირისპირდა. პირველი მატჩი 1:3 წააგეს საფრანგეთში. ამ შეხვედრაში კვირკველიამ ავტოგოლი გაიტანა, მეორე მატჩში კი ფრედ, 1:1 ითამაშეს. ოთხივე შეხვედრა 19 წლის მცველმა სრულად ჩაატარა.

7. საბა კვირკველიას რუსეთში 167 მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა: 6 გოლი გატანილი, 3 საგოლე გადაცემა, 20 ყვითელი ბარათი და არცერთი წითელი ბარათი არა აქვს მიღებული.

6. როდესაც საბა კვირკველიას "რუბინში" არ ათამაშებდნენ, მან თქვა: "არასდროს დავხრი თავს და დავდუმდები. ჯერ კაცი ვარ და მხოლოდ ამის შემდეგ ფეხბურთელი. თუკი ვინმე აუგს რამეს მაკადრებს, საკადრის პასუხს გავცემ. თუ საჭირო გახდება, სახეშიც მიიღებს, სულ ერთია, ვინც უნდა იყოს.

"რუბინში" უკვე ექვსი წელია ვარ, რაც პატარა დრო არაა. ყველაზე უკეთ ვიცი, რა ვითარებაა აქ. ცუდს არავინ მკადრებს და ამიტომაც მშვიდად ვაგრძელებ ჩემს საქმეს".

5. საქართველოს ნაკრებში თამაშზე კი მისი პოზიცია ასეთია: "აი, წელიწადში ოცჯერ რომ გამომიძახონ ნაკრებში, ოცივეჯერ ჩავალ დიდი სიამოვნებით! იმ ქვეყნის სახელით თამაში, სადაც დაიბადე, ისწავლე ყველაფერი - ბედნიერებაა. და კიდევ, მადლობა ჩვენს მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს. როდესაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ გაქვს, ნაკრებში კი მუდმივად გადიხარ მოედანზე, ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა.

ოდესღაც რუსეთის ნაკრებში მეც მიწვევდნენ. მოვიდნენ ბაზაზე, იყო საუბარი. ერთი სიტყვა იყო საჭირო: "დიახ". მე კი ვთქვი: "არა". ჩემი - საქართველოს ნაკრებია და ის ჩემთვის ყველაფერია".

4. 2014 წელს საბა კვირკველია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესო ფეხბურთელად და ლეგიონერად დაასახელა.

3. ყაზანის "რუბინის" ქართველი მცველი საბა კვირკველია 2017 წელს მოსკოვის "ლოკომოტივში" გაანათხოვრეს. საბამ ყაზანელთა მწვრთნელ ხავიერ გრასიას ასე მიმართა: "მადლობა, ხავი, რომ არ მენდობოდი! შენი დიდი მადლიერი ვარ, რომ დღეს "ლოკომოტივში" ვთამაშობ. დიდი იმედი მაქვს, რომ უკან აღარ დამაბრუნებ, როცა დახმარება დაგჭირდება" - დაწერა კვირკველიამ თავის "ინსტაგრამზე".

2. იტალიელ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს კახა კალაძეს ჰკითხეს, თუ ვის ურჩევდა "მილანს" მცველის პოზიციაზე. მან ასეთი პასუხი გასცა: "საბა კვირკველია - საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველი".

1. საბა 15 წლის ასაკში სამტრედიიდან თბილისში წავიდა, რათა ერთ-ერთ გუნდში ძალა ეცადა. თუმცა, სამედიცინო შემოწმებისა და რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ უთხრეს: "ცუდი ფეხბურთელი ხარ და მაღალ დონეზე ვერასოდეს ითამაშებ. სჯობს, პროფესია შეიცვალო". ამან, უბრალოდ, გაანადგურა და სახლში წავიდა. დედას უთხრა, რომ ფეხბურთს არასოდეს ითამაშებდა, მაგრამ მან აზრი შეაცვლევინა. "არა უშავს, შვილო, ეს ცხოვრებაა და თუ ერთი კარი დახურულია, გვერდით მეორე ყოველთვის მოიძებნება" - გაამხნევა დედამ.

- 10 საინტერესო ფაქტი გურამ კაშიას შესახებ
მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთხელ მახსოვს რუბინში მიიღო წითელი ბარათი, გუნდმა ამის გამო წააგო და მწვრთნელმა მაგრა გააკრიტიკა. ამ შეცდომაზე ისწავლა, წითელი საერთოდ აღარ მიუღია და ყვითლებსაც იშვიათად იღებს. ძაან კლასნი მცველია!
Goga
16:01 07-11-2017
0
კვირკველია, ხოჭოლავა, კაშია, ნავალოვსკი. აგერ ნახავთ მალე ძალიან კლასნი დაცვა ეყოლება საქართველოს ნაკრებს. ერთ-ერთი საუკეტესო რეგიონში და არა მარტო, მომავალი ჩვენიააააა!!!!! მე მჯერა!!!!!
dddd
19:44 07-11-2017
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული