პოლტავას "ვორსკლაში" დაბრუნებულმა ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა, უკრაინის ჩემპიონატის მე-15 ტურში კიევში "დინამოსთან" წაგებულ მატჩში (1:2) მხოლოდ ბოლო 5 წუთი ითამაშა, ახლა კი ამხანაგურ შეხვედრაში პერშა ლიგას ერთ-ერთ აუტსაიდერთან "სუმისთან" ამხანაგურ შეხვედრაში 70 წუთი იასპარეზა და დუბლიც მიითვალა. ჰეთ-ტრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტიდან დარტყმული ბურთი ძელს გაარტყა.
მისმა თანამემამულე თანაგუნდელმა, 21 წლის ცენტრალურმა მცველმა ანდრო გიორგაძემ (სიმაღლე 197 სმ) შესვენებამდე ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.
"ვორსკლა" 21 ქულით მე-5 ადგილზეა და მორიგ ტურში, 19 ნოემბერს კამინსკის "სტალს" მასპინძლობს.
00:01 14-11-2017
კობახიძის დუბლი და გიორგაძის გოლი "სუმისთან" მატჩში
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული