სანდრო კობახიძემ "ოლეკსანდრიას" ჩინებული გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ვორსკლამ" პოლტავაში 3:1 დაამარცხა "ალეკსანდრია" 3:1 და 28 ქულით მე-3 ადგილზე დამკვიდრდა, რაც ამ გუნდისთვის უჩვეულო წარმატებაა.

ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარეს ქართველმა ლეგიონერებმა, მცველმა ანდრო გიორგაძემ და ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ. სანდრომ დრიბლინგის შემდეგ 25 მეტრიდან ცხრიანში გოლიც გაიტანა, საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

რაც შეეხება ანდროს, კარგად ითამაშა, ერთ მომენტში ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე კი მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რობენის სტილში :)
ზიქენბუდ
13:04 04-12-2017
0

სიახლეები პოპულარული