
6 დეკემბერს დონბასური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში უმოტივაციო "მანჩესტერ სიტის" ხარკოვში მასპინძლობს და თუ დამარცხდა, ჯგუფში ჩარჩება. "ვერესთან" ნამატჩევს ჟურნალისტებმა ასეთი შეკითხვა დაუსვეს პორტუგალიელს:
- თასზე ხოჭოლავა ათამაშეთ, დღეს - ორდეცი. ეს ჩემპიონთა ლიგის წინ ერთგვარი ტესტი იყო თუ ამ პოზიციაზე უკვე გადაწყვეტილი
ამაზე პაულომ ასე უპასუხა:"არა, ეს ტესტი არ ყოფილა. მე შემადგენლობაში იმას ვაყენებ, ვინც კონკრეტულ შემთხვევაში უფრო საჭიროა გუნდისთვის. ჯერ არ ვიცი ვის ვაასპარეზებ "სიტისთან", ამაზე ფიქრს ახლა ვიწყებთ. აქამდე ამისათვის არ მეცალა".