აირჩიე ნოემბრის თვის საუკეთესო ლეგიონერი

AutoSharing Option
Sportall.ge მკითხველს სთავაზობს ნოემბრის თვის საუკეთესო ლეგიონერების კანდიდატურებს.

მაშ ასე, თქვენ წინაშე არიან ლეგიონერები, რომელთაც, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად გამოიჩინეს თავი ნოემბერში, საუკეთესო კი თქვენ უნდა ამოირჩიოთ.

ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა
ნიკა კაჭარავამ ნოემბერში სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, "სლასკთან" შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომდევნო ორ მატჩში "ზაგლებლიესთან" და "ლეგიასთან" აქტიური იყო, მაგრამ თავი არ გამოუჩენია.

საბა კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი)

საბა
წინა თვეში გულშემატკივართა ვერსიით საუკეთესო ლეგიონერი გახდა. კვირკველიამ სანაკრებო შეხვედრებში არ მიიღო მონაწილეობა და ნოემბრის თვე მთლიანად კლუბს მიუძღვნა.

ის მართლაც შეუცვლელი ფიგურაა მოსკოვის "ლოკომოტივისთვის". სეზონის დაწყებიდან რუსეთის პრემიერლიგაში ყველა მატჩში 90 წუთი ითამაშა.

ამ თვეში 5 მატჩი ჩაატარა, სამი - რუსეთის პრემიერლიგაში და ორიც - ევროპა ლიგაზე. მოსკოვის "ლოკომოტივი" რუსეთში პირველ ადგილს იკავებს.

სანდრო კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), 3 გოლი

ქართველი შემტევი აქტიურ ფეხბურთს დაუბრუნდა და უკვე მოიპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. სანაკრებო პაუზის დროს ამხანაგურ მატჩში "პერშასთან" დუბლით გამოიჩინა თავი, ხოლო უკრაინის პრემიერლიგაში "სტალს" გაუტანა.
დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), 2 გოლი
მშვენიერ ფორმაშია ქართველი შემტევი, რასაც "სილკებორგზე" ვერ ვიტყვით. მან დიდი როლი ითამაშა, რომ დანიის თასზე "ჰელლერუპი" დაამარცხეს, ხოლო შემდეგ "ბრონდბიუს" გაუტანა სუპერლიგაში, მაგრამ კლუბმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.

როგორც ჩანს, სხირტლაძე დანიელებისთვის შეუცვლელი ფიგურაა, მას სულ ეძლევა სათამაშო დრო, რასაც მის თანაგუნდელ მათე ვაწაძეზე ვერ ვიტყვით.
გია გრიგალავა (ტულის არსენალი, რუსეთი), 1 საგოლე გადაცემა
საქართველოს ნაკრების მცველი საიმედო დასაყრდენია "არსენალისთვის". გრიგალავას არც სიცივეში თამაში უჭირს და ხშირად ამწვავებს შეტევებს კიდეც. ნოემბრის თვეში კი მის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაცაა, რომელიც ძალიან ეფექტურიც კი გამოუვიდა.
გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი)
რაც გიორგი მახაჭყალელთა ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, კლუბის სიტუაცია შეიცვალა და მოგებებიც დაიწყეს. ქართველი მეკარე ძალიან ეფექტურია კლუბში და ამის შედეგია, რომ "ანჟმა" ბოლო ადგილს დააღწია თავი. ნოემბერში ლორიამ სამი სრული შეხვედრა ჩაატარა.

გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ აქ - აირჩიე ნოემბრის თვის საუკეთესო ლეგიონერი
მკითხველის კომენტარები / 4 /
იცით რა არის საინტერესო?რატომ ეროვნული ლიგიდან არასდროს არავინ არ შეგყავთ მსგავს სიებში თუნდაც სტიმულის გილისთვის? როგორი ხალხი ხართ,რა მიკერძოვებულები....
ბაჩო გ
22:36 05-12-2017
0
კაკაბაძე რატომ არ შეიყვანეთ დაფრინავს ხიმნასტიკში თამაშებს მაინც უყურეთ, მერებაშვილი და საბა ლობჟანიძეც მაგარ ფორმაშია ქვილითაიაც კარგ ფორმაშია
shako
23:04 04-12-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული