რუსული სპორტული საიტისთვის championat.com-ისთვის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვალერი გაზაევი ჩემპიონატის ტურის სიმბოლური ნაკრების საკუთარ ვერსიას ადგენს (Символическая сборная 19-го тура РФПЛ. Версия Валерия Газзаева) და მე-19 ტურის სიმბოლურში ქართველი მცველი საბა კვირკველია შეიყვანა, რომელსაც ამ სეზონში ეს პატივი წილად მეშვიდედ ერგო.
შეგახსენებთ, გასულ ტურში "ლოკომ" ყაზანის "რუბინი" დაამარცხა (1:0).
აი, როგორ შეაფასა გაზაევმა კვირკველიას ასპარეზობა:"თავის ყოფილ გუნდთან შესანიშნავად გაისარჯა. დაცვაში მისი დამაჯერებელი თამაში "ლოკომოტივს" გამარჯვებაში დაეხმარა".