9 ქართველი ლეგიონერი რომელიც შეიძლება ახალ კლუბში ვიხილოთ

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და დიდი ალბათობით ქართველი ლეგიონერების ნაწილი ახალ კლუბებში იასპარეზებენ. გთავაზობთ 9 ფეხბურთელს, რომლებმაც მომავალ სეზონში შეიძლება ახალი კლუბის ფორმა მოირგონ.

გიორგი აბურჯანია - ქართველმა ნახევარმცველმა ინტერვიუში დაგვიდასტურაა, რომ ახალ კლუბს ეძებს და მოლაპარაკებები ესპანურ და ბელგიურ გუნდებთან მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების წევრს "სევილიის" მე-2 გუნდში სათამაშო დრო ნაკლებად ეძლეოდა და ამ სეზონში 10 ჩატარებული მატჩიდან ერთხელ იყო ძირითადში.

 

გიორგი მაკარიძე - საქართველოს ნაკრების მეკარის მცდელობა, ზაფხულში გადასულიყო "ბენფიკაში" კრახით

დასრულდა და საპასუხოდ "მორეირენსეს" კლუბში დარჩენილი მაკარიძე განაცხადში აღარ შეჰყავდა. გიორგი ახალი გუნდის ძიებაშია და დიდი ალბათობით ეს ისევ პორტუგალიური კლუბი იქნება.

 

ვაკო გვილია - წინა სეზონში "ბატეს" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამ სეზონში მხოლოდ სათადარიგო სკამს დასჯერდა და მას თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ. ნიჭიერი ქართველი ნახევარმცველი დიდი ალბათობით ახალი კლუბის ძიებაშია.

 

გიორგი არაბიძე - ჯერ კიდევ ზაფხულში იყო საუბარი, რომ შეიძლება ახალგაზრდა შემტევს "შახტარი" დაეტოვებინა, თუმცა სეზონის ნახევარი 21-წლამდელთა გუნდში გაატარა სადაც განსაკუთრებული შედეგით თავი არ გამოუჩენია. მოსალოდნელია, რომ ამ ზამთარშივე ვიხილოთ გიორგი ახალ გუნდში და უკრაინული გუნდი მის ტრანსფერს არ შეაფერხებს.

 

ჯაბა კანკავა - ზაფხულის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავისუფალი აგენტია და ახალი კლუბის ძიებაშია. როგორც ყაზახური გამოცემები წერდნენ ის "ტობოლის" ფეხბურთელი გახდება, თუმცა კლუბის მხრიდან ეს ჯერ კიდევ არ დადასტურებულა.

 

ნიკა ძალამიძე - ქართველი ლეგიონერი ბუქარესტის "იუვენტუსის" დატოვებას აპირებს, ეს sportall-თან ინტერვიუში განაცხადა და იანვრიდან ოფიციალურად ახალი კლუბის ფორმას მოირგებს. რუმინულ კლუბში 9 ჩატარებული მატჩიდან, 2 გოლი არის მის ანგარიშზე.

 

მათე ცინცაძე - თბილისის "დინამოდან" წასული ნიჭიერი ნახევარმცველის კარიერა პოლონეთში ვერ აეწყო. ბოლო პერიოდი ის "პოგონის" დუბლებში მე-3 ლიგაში ასპარეზობს, სადაც 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო. სავარაუდოდ ზუსტად 1 წლის შემდეგ, მათე კლუბს გამოიცვლის და არ არის გამორიცხული, რომ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდეს.

 

ბუდუ ზივზივაძე - ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელსაც ვერ წაუვიდა ევროპული კარიერა იდეალურად და დანიის მე-2 ლიგის ბინადარ "ეისბერგის" სარეზერვო გუნდში იმყოფება, სადაც მის ანგარიშზე 5 მატჩში 1 გოლია. დიდი ალბათობით ბუდუც ეროვნულ ლიგას დაუბრუნდება.

 

გოგიტა გოგუა - "ოკჟტეპესი" ყაზახეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდა და დიდი ალბათობით ქართველი ვეტერანი კლუბს შეიცვლის. დიდი ალბათობით ის ისევ ყაზახეთში გააგრძელებს კარიერას.

მკითხველის კომენტარები / 11 /
აი რატო არ ვითარდებიან ქართველი ნიჭიერი ფეხბურთელები,როგორ გინდა განვითარდე?სკამის ხეხვით?თუ უმდაბლესი ქვეყნის მე-3მე ლიგის გუნდის დუბლებში თამაშით? შე კაი კაცო განვითარდი ჯერ შენს ქვეყანაში რაღაც გააკეთე ჯერ აქ და მერე წადი ,ანუ აქ უნდა ჩამოყალიბდე ძლიერ ფეხბურთელად,აიღეთ ბუქარესტის დინამოს მაგალითიდან ....ვერ ისწავლეს ამ უტვინოებმა ჭკუა და იკარგებიან კიდევაც...
ვაი თქვენს პატრონს
21:34 10-12-2017
0
დაბრუნდნენ კარგია, მაგრამ სად დაბრუნდნენ? ქართულ კლუბებში სადაც მოგებულ მატჩზე ბონუსი 250 ლარია და იმასაც არ ურიცხავენ?? ხელფასები სადაც ორი და სამი თვე ისე გადის რო არ გერიცხება, უნამუსობაა, კიდე კარგი რომ ამ ბიჭებს უყვართ ფეხბურთი თორემ საქართველოში ფეხბურთი როგორც სამსახური ფეხბურთელებისთვის ნამდვილად წამგებიანია. შეგრცხვეთ კლუბის მეპატრონეებო და მივაფსი ფედერაციას!!!
basko
21:05 10-12-2017
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული