ჯაბა ჯიღაური: მოუთმენლად ველოდები აზერბაიჯანის ნაკრებთან შეხვედრას

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მაკედონიური "ვარდარის" ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებების ამხანაგური მატჩის შესახებ Azerisport.com-თან ისაუბრა.

''მოუთმენლად ველოდები აზერბაიჯანის ნაკრებთან შეხვედრას. ვფიქრობ, რომ მათ კარგი გუნდი ჰყავთ და მატჩიც საინტერესო გამოვა.

კარგად ვიცი, რომ აზერბაიჯანს ყურბან ყურბანოვის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს და ამ ადამიანმა ''ყარაბახთან'' ერთად დიდ წარმატებას მიაღწია და ითამაშა ''ჩემპიონთა ლიგაზე''.

ვფიქრობ, რომ როგორც ჩვენთვის, ისე მეტოქისთვის, შეხვედრა საინტერესო იქნება'', - აღნიშნა ჯიღაურმა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედია მომავალ სეზონში უკეთეს გუნდში გადავა მაკედინიაში თამაშს აზრი არ აქვს თავმოყვარე ნაკრებიში ასეთი კლუბებიდან ფეხბურთელებს არ იძახებენ მაკედონია ყაზახეთი და ლატვია სანაკრებო დონე არ არის იმ ნაკრებისთვის რომელსაც აქვს პრეტენზია რომ რაღაცას წარმოადგენს საფეხბურთი სამყაროში.
gio
13 დეკემბერი 2017 21:44
0
ჯაბა რისი მაქნისი ხარ?
სტატუს ქუო
13 დეკემბერი 2017 11:38
3
ბოლო პერიოდში დიდი სირცხვილი გვაჭამეს აზერებმა საკლუბო დონეზე და სანაკრებო დონეზე უნდა მოვინდომოთ და ქუდზე კაცს დავუძახოთ რომ კიდევ თავი არ მოგვეჭრას აქაც.
kika
13 დეკემბერი 2017 11:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული