გიორგი მაკარიძე: მალე ყველაფერზე ვისაუბრებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ''მორეირენშეს'' მეკარე გიორგი მაკარიძეს მიმდინარე სეზონში კლუბში არ ათამაშებენ. მიზეზი კი, ზაფხულის სატრაჯსფერო ფანჯარაა, როდესაც გიორგიმ გუნდი ვერ დატოვა. 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 27 წლის კარის დარაჯი იანვრის სატრანსფერო პერიოდში გუნდს შეიცვლის.

sportall.ge მაკარიძეს ამ თემის გასარკვევად დაუკავშირდა.

''ზამთარში კლუბს აუცილებლად შევიცვლი, ველოდები ტრანსფერს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია.

იყო თუ არა ''ბენფიკას'' და ''ბრაგას'' ინტერესი რეალური? ამ ეტაპზე თქმა არ შემიძლია, ცოტა ხსნის შემდეგ ყველაფერზე ვისაუბრებ.

ახლა არ შემიძლია დავასახელო ის კლუბები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან'', - განაცხადა მაკარიძემ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგი წმინდა ბარბარეს დღესასწაულს და დამდეგ ახალ წელს გილოცავ, მომავალი წელი დიდი წარმატებების წელი ყოფილიყოს შენთვის.
gizog
12:55 17-12-2017
0

სიახლეები პოპულარული