იური სიომინი კვირკველიაზე: დარჩეს და უფრო ძლიერი კლუბების ვარიანტები ექნება

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა sportfm.ru-სთან საბა კვირკველიას შესახებ ისაუბრა.

იგი კატეგორიული წინააღმდეგია, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს წამყვანი მოთამაშეები გაყიდოს.

"მაშინ, როცა ჩემპიონატის პირველი წრე მოვიგეთ და ვლიდერობთ, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ მომენტში წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას.

რაც შეეხება კონკრეტულად კვირკველიას, თუ სეზონს "ლოკომოტივი" ტიტულით დაასრულებს, მას უფრო ძლიერი კლუბებიდან ექნება შემოთავაზება, ვიდრე "ლესტერი" და "ვესტ ბრომვიჩია", - განაცხადა სიომინმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველის სახელს პრემიერლიგის კლუბებს უკავშირებენ.

კვირკველია 2017 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.





მკითხველის კომენტარები / 12 /
სიომინი მართალას ამბობს.
დემე
12:37 30-12-2017
0
აუცილებლად უნდა გადავიდეს, რუსებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ეთნიკური გამორჩევით ათამაშონ არ არ ათამაშონ ფეხბურთელი. უნდა წავიდეს რუსეთიდან
kkgg
11:07 30-12-2017
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული