იური სიომინი კვირკველიაზე: დარჩეს და უფრო ძლიერი კლუბების ვარიანტები ექნება

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა sportfm.ru-სთან საბა კვირკველიას შესახებ ისაუბრა.

იგი კატეგორიული წინააღმდეგია, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს წამყვანი მოთამაშეები გაყიდოს.

"მაშინ, როცა ჩემპიონატის პირველი წრე მოვიგეთ და ვლიდერობთ, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ მომენტში წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას.

რაც შეეხება კონკრეტულად კვირკველიას, თუ სეზონს "ლოკომოტივი" ტიტულით დაასრულებს, მას უფრო ძლიერი კლუბებიდან ექნება შემოთავაზება, ვიდრე "ლესტერი" და "ვესტ ბრომვიჩია", - განაცხადა სიომინმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველის სახელს პრემიერლიგის კლუბებს უკავშირებენ.

კვირკველია 2017 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.





მკითხველის კომენტარები / 12 /
მართალია ეს კაცი, თანაც ახლა წასვლა იმ გუნდის შუა გზაზე მიტოვებაა რომელმაც საბას საკმაოდ რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარა . რამოდენიმე თვე კი ამ შემთხვევაში არაფერს წყვეტს--არც სათამაშო პრაქტიკა აკლია და ჩემპიონობის შანსიც აქვს!
ფერნანდო
19:40 29-12-2017
1
წადი წადი მოშორდი მაქაურობას თორე შერცება ზაფხულში გახანგრძლივებული 5 წლიანი კონტრაქტი და მერე მაქსიმუმ რესტორანს თუ გახსნი მოსკოვში
zorbegi
00:19 30-12-2017
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული