იგი კატეგორიული წინააღმდეგია, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს წამყვანი მოთამაშეები გაყიდოს.
"მაშინ, როცა ჩემპიონატის პირველი წრე მოვიგეთ და ვლიდერობთ, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ მომენტში წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას.
რაც შეეხება კონკრეტულად კვირკველიას, თუ სეზონს "ლოკომოტივი" ტიტულით დაასრულებს, მას უფრო ძლიერი კლუბებიდან ექნება შემოთავაზება, ვიდრე "ლესტერი" და "ვესტ ბრომვიჩია", - განაცხადა სიომინმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველის სახელს პრემიერლიგის კლუბებს უკავშირებენ.
კვირკველია 2017 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.