"ლესტერის" ყოფილი მწვრთნელი კრეიგ შექსპირი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა

AutoSharing Option
"ლესტერის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი კრეიგ შექსპირი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანელი სპეციალისტის ოჯახმა დაადასტურა.

შექსპირი "მელიებთან" ერთად პრემიერლიგის 2015/2016 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა. მაშინ კრეიგი მთავარი მწვრთნელის, კლაუდიო რანიერის ასისტენტის პოსტს იკავებდა.

2017 წელს კი "ლესტერის" მთავარი მწვრთნელის როლშიც ვიხილეთ და გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა. მას შემდეგ შექსპირს არცერთი გუნდი აღარ გაუწვრთნია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული