როგორც ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები იუწყებიან, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველთან მოლაპარაკებებს ერთდროულად ორი აზერბაიჯანული კლუბი აწარმოებს. ესენი არიან ამ დროისთვის აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მე-2 ადგილოსანი "გაბალა" და მე-3 ადგილოსანი "ზირა".
ჯაბა ჯიღაურისთვის "გაბალა" უცხო გუნდი არ არის, მას ევროპა ლიგის შესარჩევში "დინამოს" მეტოქისთვის გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია ისიც, რომ "გაბალა" თბილისში გაივლის შეკრებას, აქ კი ამხანაგურ შეხვედრაში "დინამოს" და "საბურთალოს" დაუპირისპირდება.
მე იმას კი არ ვამბობ აქ დარჩენილები ჯობიან. არა!!!! უბრალოდ, უნდა დაუძახო, იმიტომ რომ დონემ აქ აიწიოს. იმიტომ რომ იქ წასულს ნაკრების იმედი კი არ ქონდეს, ახალი კონტრაქტის გაფორმებისას გამომადგებაო, არამედ თავის თავის იმედი. იმიტომ რომ აქ დარჩენილმა თავი უპატრონოდ არ იგრძნოს და იმედი ქონდეს. თორე მესმის რომ მაგალითად მჭედლიძე რაც არ უნდა უთამაშებელი იყოს, აქაური ჯერ ჯერობით ვერ აჯობებს.
მოკლედ ხომ მიხვდით, რაც მაწუხებს. ჯიღაურს წარმატებას ვუსურვებ.