გურამ კაშია: ევროპის ლიგის პლეი ოფში უნდა გავიდეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წევრმა და არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიურ მედიასთან ისაუბრა.

სასაუბრო თემა კი ჰოლანდიის ერედივიზიის მეორე წრეს შეეხებოდა.

"შეკრებაზე ახალი ენერგიით დავბრუნდით. ზამთრის არდადეგები ჩვენთვის ძალიან კარგი იყო.

ახალი სეზონის დაწყებიდან 2 თამაშის ჩატარება 5 დღეში გვიწევს. ამიტომ სეზონის განახლებას მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ.

ჩვენ წინ კიდევ ბევრი მატჩი გველის და ევროპის ლიგის პლეი-ოფში გასასვლელად უნდა ვიბრძოლოთ.

სეზონის პირველ ნახევარში, ევროპის ლიგის ჯგუფში ასპარეზობამ დიდი ენერგია წაიღო, ახლა კი ამ ტურნირზე აღარ ვიმყოფებით", - განაცხადა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული