"ბალმაზუივაროშშა" ლაშა შინდაგორიძე წარადგინა

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელი ლაშა შინდაგორიძე უნგრულმა "ბალმაზუივაროშშა" წარადგინა. 24 წლის ნახევარმცველი უნგრეთის ჩემპიონატში "საბურთალოდან" გადავიდა.

მან ეროვნული ლიგის გასულ გათამაშებაში, 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლის ავტორი გახდა.

აქვე გეტყვით,  "ბალმაზუივაროშში" ქართველი ფორვარდი ბაჩანა არაბული და ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე უკვე ირიცხებოდა.

ასე რომ, უნგრული კლუბის ღირსებას 3 ქართველი ფეხბურთელი დაიცავს.

"ბალმაზუივაროშში" უნგრეთის მიმდინარე 12-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილს 19 ქულით იკავებს.

უნგრეთის ჩემპიონატი 24 თებერვალს განახლდება და ქართველების გუნდი გასვლით შეხვედრაში "დებრეცენს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ირაკლი მაისურაძე რა ქართველი არ არის?ეგეც მანდ თამაშობს
bacho
11 იანვარი 2018 10:41
1
წერია სტატიაში: "ბალმაზუივაროშში" ქართველი ფორვარდი ბაჩანა არაბული და ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე უკვე ირიცხებოდაო
ირაკლი
12 იანვარი 2018 02:16
0
მაისურაძე?
Lagashi
11 იანვარი 2018 10:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული