ლაშა შინდაგორიძე: საქართველოდან წასვლა ყოველთვის მინდოდა

AutoSharing Option
ლაშა შინდაგორიძე რამდენიმე დღეა უკვე უნგრეთში იმყოფება და "ბალმაზიუვაროშში" გადასვლის შემდეგ ამ კლუბთან ერთად ვარჯიშობს.

როგორც 24 წლის ნახევარმცველმა გვითხრა, მან უნგრულ კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა, უმაღლესი ლიგიდან გავარდნის შემთხვევაში წასვლაზე პრობლემა არ შეექმნება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კლუბი, სადაც შინდაგორიძე ასპარეზობდა, თბილისის "საბურთალო" იყო.

Sportall.ge ფეხბურთელს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორ ფიქრობთ, არის თუ არა "ბალმაზიუვაროშში" გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯი თქვენს კარიერაში?
- ვფიქრობ, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია... უნგრეთში უკეთესი ჩემპიონატია და როგორც მომავლისთვის, ისე განვითარებისთვის, ასე სჯობდა.

- თქვენ საქართველოს ფარგლებს გარეთ ადრეც გითამაშიათ. რა გამოცდილება მოგცათ წარსულმა და როგორ გამოიყენებთ ამას მომავალში?

- დანიაში რომ წავედი, მაშინ 17 წლის ვიყავი და ბევრ რაღაცას ცოტა სხვანაირად ვუყურებდი.

მას შემდეგ 7 წელი გავიდა და რაც შეცდომები დავუშვი, აღარ გავიმეორებ.

- გასულ სეზონში "საბურთალოს" შემადგენლობაში 9 გოლი გაიტანეთ და კლუბის ერთ-ერთი ლიდერი იყავით. "ბალმაზიუვაროშს" კი შეტევაში აშკარად უჭირს და ამაზე გატანილი გოლების სტატისტიკაც მეტყველებს. თან უნგრეთში გახსნილ ფეხბურთს არ თამაშობენ. რას იტყვით ამის შესახებ?
- მართალია, უნგრეთში უფრო დაცვით ფეხბურთს თამაშობენ... გუნდიც რთულ სიტუაციაშია და ვეცდები, რომ დავეხმარო.

- ყოველთვის მიდის საუბარი იმაზე, რომ ფეხბურთელები უცხოეთში უკეთესი ფინანსური პირობების გამო მიდიან. თქვენ რას იტყოდით ამის შესახებ?
- როდესაც ამ კლუბის ვარიანტი გამომიჩნდა, სიმართლე გითხრათ, ფინანსებზე არ მიფიქრია.

მას შემდეგ, რაც დანიიდან წამოვედი, ვნანობდი და ყოველთვის საქართველოდან წასვლა ძალიან მსურდა.

ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატიდან გასვლა ძალიან რთულია და როდესაც გუნდი გამომიჩნდა, ჩემი სურვილი იყო, წამოვსულიყავი და ამ საქმეში "საბურთალოც" გვერდში დამიდგა.

- თქვენი კლუბი ამჟამად ბოლოსწინა ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონაშია. არსებობს თუ არა რაიმე შეთანხმება თქვენს კონტრაქტში, თუ კლუბი უმაღლესი ლიგიდან გავარდა, შემდეგ თქვენი წასვლის შესახებ?
- 1,5-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, მაგრამ თუ გუნდი გავარდა, შემდეგ თავისუფალი ვხდები.

- ბუდუ ზივზივაძემ ჩვენთან ინტერვიუში ქართველ ფეხბურთელებს ურჩია, ზამთარში უცხოეთში წასვლისგან თავი შეიკავონ. არ ფიქრობთ, რომ სეზონის შუაში თავის დამკვიდრება უფრო რთულია გუნდში?
- რა თქმა უნდა, სეზონის შუაში გუნდში თავის დამკვიდრება უფრო რთულია, მაგრამ წასვლის შანსი ყოველთვის არაა და ასე ვერ გათვლი...

რომ მეთქვა, "მოდი, ახლა არ წავალ და ზაფხულში წავალ", არ გამოვიდოდა. ამდენი ხნის განმავლობაში ჩემ მიმართ ინტერესი აღარ იყო და როცა ეს შანსი მომეცა, უნდა გამომეყენებინა.

- ერთი დეტალი გვაინტერესებს, კონკრეტულად კლუბი იყო თქვენით დაინტერესებული თუ აგენტმა მოგცათ პირობა, რომ ახალ გუნდში ითამაშებდით?
- ჩემი მეგობარი თორნიკე მოგელაძე და გოგა გახოკიძის სააგენტო დამეხმარა ტრანსფერში.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ცუდი ნათქვამია-საქართველოდან წასვლა ყოველთვის მინდოდაო.
ფერნანდო
11:20 22-02-2018
0
შენი დონეს არ შეეფერება საქართველოს ჩემპიონატი... ზაფხულში უკან რო დაბრუნდება სხვანაირად აჭიკჭიკდება.
Musenbezi
12:19 12-01-2018
2
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული