"ბიჭუნა რიწის ქუჩიდან" - ესპანური საიტის სტატია გიორგი პაპუნაშვილზე

AutoSharing Option
ესპანურმა საიტმა elperiodicodearagon.com-მა საქართველოს ნაკრებისა და "სარაგოსას" ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილს სტატია მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს დედალაქ თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ცნობილი უცხოური კლუბების მაისურებით დადიან.

ერთ-ერთი ასეთი იყო გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც ოცნებობდა, დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო.

იგი თბილისში, მთაწმინდაზე, რიწის ქუჩაზე ცხოვრობდა და თავის მეგობრებთან ერთად ქუჩაში ფეხბურთს ხშირად თამაშობდა.

2003 წელს საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა. ქვეყანა კორუფციაში იყო გახვეული და ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

ამ მომენტისთვის "პაპუ" უკვე 8 წლის იყო. იგი თავის პირველ მწვრთნელთან, კოტე
დოლიძესთან ერთად ვაკეში ვარჯიშობდა.

მისი შესანიშნავი მონაცემები შეუმჩნეველი არ დარჩენილა და იგი მალე თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა.

"დინამო" საქართველოს უდიდესი და ისტორიული კლუბია. საქართველოში ბავშვების უმეტესობა ოცნებობს, რომ ამ კლუბში იასპარეზოს.

1981 წელს "დინამომ" თასების თასი მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ამ დროს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, ქართველები ამ დიდ წარმატებას დღემდე იხსენებენ.

პაპუნაშვილს თბილისის "დინამოს" ძირითად გუნდში თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია.

მის სტილს გიორგი ქინქლაძისას ადარებდნენ, რომელიც საქართველოში ძალიან უყვართ.

ქინქლაძეს "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში 100-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

"პაპუმ" თავი ეროვნული ნაკრების დონეზეც შესანიშნავად წარმოაჩინა.

მან 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, რის შემდეგაც ბევრი კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა.

მათ შორის იყო ბრემენის "ვერდერი" და მათი აგენტი ტიმ ბოროვსკი, რომელმაც ფეხბურთელი შეამჩნია.

გიორგის თითქოს ბუნდესლიგაში შესანიშნავი მომავალი ელოდა, თუმცა, ეს ასე არ მოხდა.

იგი ცენტრალური ევროპის წევრი ქვეყნის კლუბს ვერ შეეგუა, იყო ტრავმებიც და ამის გამო თბილისში დაბრუნება მოუწია.

"დინამო" საქართველოს მასშტაბით დომინანტი კლუბია, თუმცა მათ ბოლო პერიოდში ევროპულ ტურნირებზე გასვლა სანატრელი გაუხდათ.

"პაპუს" ალბათ გაახსენდება ბუქარესტის "სტიაუასთან" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაპირისპირება, როდესაც გუნდს ევროტურნირებზე გასვლა შეეძლო.

გიორგი თბილისურ კლუბში პროგრესს განაგრძობდა და სხვადასხვა კლუბის ინტერესში ისევ მალევე მოხვდა.

მისით დაინტერესებული რუსეთის, აზიის და ევროპის რამდენიმე კლუბი იყო.

ერთ-ერთი მათგანი კი "სარაგოსა" იყო.

"პაპუ" 2017 წელს სწორედ "სარაგოსას" შემადგენლობაში ჩაირიცხა".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძირითადში ჩაჯდა???
haha
13 იანვარი 2018 11:33
0
Mteli gulit vgulshematkivrob papunashvils da kargia roca sheneburs sxva aqebs, magram eg statia qartuls gavs ra...
Nnnn
12 იანვარი 2018 18:01
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული