პუშკაში, პარლამენტი, მარგალიცა და რა უნდათ ქართველ ფეხბურთელებს უნგრეთში?

AutoSharing Option
აეროპორტიდან აეროპორტამდე, მეტროს ერთი გაჩერებიდან მეორე გაჩერებამდე, ესკალატორიც და ჩემს წინ გადაიშალა არქიტექტურულად განსაკუთრებულად ლამაზი შენობა.

ჩემი პირველი მოგზაურობისთვის, ეს ზედმეტად დიდი ეფექტი იყო და დაუვიწყარიც, რასაც დღემდე სიამოვნებით ვიხსენებ.

ეს შენობა უნგრეთის პარლამენტი იყო, ხოლო ეს ქალაქი ბუდაპეშტი. უნგრეთი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაა, მასში მოგზაურობისას გავაცნობიერე თუ რა შორს ვიყავით მათგან და რა სახე სხვაობა იყო ჩვენს შორის.

მოგზაურობის დეტალები შორს წამიყვანს, მაგრამ როგორც ჟურნალისტი თავიდანვე დავინტერესდი მათი საფეხბურთო სამყაროთი და ჩემში ინტერესს იწვევდა თუ რა ხდებოდა მათთან.

ბუდაპეშტში ხეტიალისას
გვერდს ვერ აუვლით ფერენც პუშკაშს მე-20 საუკუნის ფეხბურთის ლეგანდას, რომლის ფოტოები და სახელი და გვარის აბრები ძალიან ბევრგან შეგხვდებათ.

უნგრელებს უყვართ და აფასებენ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს, იმის მიუხედავად, რომ მან კარიერის ბოლო წლებში რამდენიმე მატჩი ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა.

ჩემი იქ ყოფნის დროს ვნახე ფერენც პუშკაშის სახელობის სტადიონი, რომლითაც ადრე ვერ დაიკვეხნიდნენ, თუმცა 2016 წელს სტადიონის რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება მიიღეს და 2019 წლისთვის აშენდება ახალი 100 000-ანი სტადიონი.

უნგრეთის ეროვნული ნაკრები ისტორიითაც და დღევანდელი რეალობითაც ჩვენზე წინ არის, "მაგიარებმა" ბოლოს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის 2018 წლის შესარჩევ ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდნენ, პირველი ორი ადგილი პორტუგალიამ და შვეიცარიამ გაინაწილეს.

Sportall.Ge

უნგრელებს უყვართ ფეხბურთი და განიცდიან თავიანთ საკლუბო წარუმატებლობას, უნგრეთის ჩემპიონატიც ისეთ ვითარებაშია, როგორიც ქართული. თუმცა უეფას რეიტინგში 9 საფეხურით გვასწრებენ და დღევანდელი მდგომარეობით უკეთეს პოზიციაზე იმყოფებიან.

საუკეთესო გუნდი "ფერენცვაროსია", რომელიც ყველაზე წარმატებული კლუბია და დედაქალაქში "გრუპამა არენაზე" თამაშობს. წინა სეზონში კი ჩემპიონობა ბუდაპეშტის "ჰონვედს"ერგო.

უნგრეთში ყოფნისას ქალაქ ნეირეგიჰაზას ვესტუმრე, მაშინ ადგილობრივ კლუბში დავით დარციმელია თამაშობდა. სამწუხაროდ თამაშზე დასწრება ვერ მოვახერხე, მაგრამ მოედანი ვნახე და ქალაქისგან განსხვავებით სტადიონი დიდი სილამაზით ვერ დაიკვეხნიდა.

პირველადი შთაბეჭდილება, რაც უნგრულ საკლუბო ფეხბურთის ინფრასტრუქტურაზე დამრჩა, ძალიან ცუდი იყო, რადგან რადიკალურად განსხვავდებოდა იმ არქიტექტურისგან, რაც ქალაქებში მხვდებოდა და გაოცებს იწვევდა.

ქვეყანაში ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ვიმყოფებოდით, ქალაქ ვაშაროშნამენში ყოფნისას პროექტის ხელმძღვანელობამ სურპრიზი მოგვიწყო და ადგილობრივ კლუბთან, რომელიც ქვედა ლიგაში თამაშობდა, ამხანაგური მატჩი დაგვიგეგმა. 

ქართულ-უკრაინულ-პოლონურ-თურქული დელეგაციით შემდგარი გუნდი, პროფესიონალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ კლუბთან 1:12 განადგურდა. ჩვენს საცოდაობას მოედნის მიღმა მყოფი მარგალიცა უყურებდა (უნგრელი ხუჭუჭა ღორი). მაშინ ჩემი ქალაქის გუნდი "შუქურა" საქართველოში მე-2 ლიგაში თამაშობდა და მათი ინფრასტრუქტურა რამდენჯერმე აღემატებოდა იმას, სადაც ფეხბურთი ვითამაშეთ.

Sportall.Ge

ბოლო პერიოდში გახშირდა ქართველი ფეხბურთელების გადაბარგება უნგრეთში და ეს გულშემატკივრებში მტკივნეულად აღიქმება, რადგან იმ ფეხბურთელებზეა საუბარი, რომლებიც ეროვნულ ლიგაში წამყვანი ფეხბურთელები იყვნენ.

უკვე ერთი "ქართული" გუნდიცა გვყავს სახელად "ბალმაზივაროში", სადაც ბაჩანა არაბული, ირაკლი მაისურაძე და უკვე ლაშა შინდაგორიძე თამაშობენ.

ეს საკითხი ისე მტკივნეული არ იქნებოდა, რომ უნგრულ წამყვან კლუბებზე ყოფილიყო საუბარი. "ბალმაზივაროში" ლიგის აუტსაიდერია და მე-11 გასავარდნ პოზიციაზე იმყოფება. კლუბი 2011 წელს დაარსდა და წინა წელს მოხვდნენ უმაღლესში. პერსპექტიულობის თვალსაზრისით კლუბი ვერ დაიკვეხნის და რომ ვთქვათ უნგრეთის ლიგაში ქართველები ბრწყინავენო ესეც ტყუილი იქნება.

კლუბის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 4.5 მილიონ ევროდაა შეფასებული, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ფასი კი 300 000 ევროა.  თუ "ბალმაზივაროშიდან" წასულ ფეხბურთელებს გადავხედავთ, ისინი ძირითადად მიდოდნენ: "კაპოსვარში", "სზოლნოკში", "დოროგში" და ა.შ. გეცნოთ ეს კლუბები? - არც მე .

რაც შეეხება კლუბს, ამავე სახელწოდების 205 000-იან ქალაქში თამაშობს, "ვაროშის" სტადიონზე რომელზეც 2300 ადამიანი ეტევა და გულშემატკივრებითაც ვერ დაიკვეხნის.

და ბოლოს რას ვიზამდი მე ამ ფეხბურთელების ადგილზე თუ შემოთავაზება მექნებოდა "ბალმაზივაროშიდან"? - კი, მეც იგივენაირად მოვიქცეოდი.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
Kargi masalaa, ertia ogond - "Magyar" ki icereba, magram ikitxeba "madiar", isev ise rogorc "Nieredhaza" da Gyorgy "Diordi"...

Magyar chapat "Niereghaza" :)
"Kepes sports" da "Labdarugashs" vicerdi da cotas vkitxulobdi ubralod
Revazichi
10:53 20-01-2018
2
ბატონო გალაქტიონ, პოლონეთში რა ვითარებაა მაგ მხვრივ? ძალიან ბევრი ლეგიონერი გვყავს იქ
მზერა
15:55 20-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული