ირაკლი შეყილაძე კარიერას იტალიის სერია ც-ს კლუბში გააგრძელებს

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელი ირაკლი შეყილაძე, რომელიც ბოლოს "სპეციაში" ირიცხებოდა, ამიერიდან "ლუჩეზეს" მაისურით იასპარეზებს.

იტალიის სერია ც-ს ბინადარმა კლუბმა 25 წლის ფორვარდი 2018 წლის 30 ივნისამდე აიყვანა.

იტალიის სერია ც-ში 19 გუნდი ასპარეზობს. "ლუჩეზე" კი 24 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.

პირველ ადგილზე გასული კლუბი სერია ბ-ს საგზურს პირდაპირ იფორმებს, მე-2-დან მე-10 ადგილის ჩათვლით გასული კლუბები კი, "პლეი-ოფის" მეშვეობით ერთ საგზურს გაითამაშებენ.

შეყილაძეს დებიუტი, სავარაუდოდ, 22 იანვარს, "ლივორნოსთან" საშინაო მატჩში შედგება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ბოლოს უბანში დაიწყებს მაზიანებზე თამაშს :)
tituu
12:30 19-01-2018
0
დავიწვით უკვე ამის საცოდავობით რა :))
0

სიახლეები პოპულარული