![](https://sportall.ge/pictures/image31/3039daf92f403b2bde5f5a86d907c08f.jpg)
ნიკა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, ბოლო სეზონში კი ბათუმის "დინამოში" იასპარეზა, რომლის რიგებშიც 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
"ტერმალიკა" შეკრებაზე დუბაიში გაემგზავრა, სადაც საკონროლო შეხვედრებს რუმინეთის "ასტრასთან" და "დინამოსთან" და მოსკოვის "სპარტაკთან" გამართავს.
კვანტალიანის ახალი გუნდი ექსტრაკლასაზე მე-13 ადგილზეა და ლიგაზე დასარჩენად იბრძვის.
პოლონეთის ჩემპიონატი 11 თებერვალს განახლდება და "ტერმალიკა" 22-ე ტურში ნიკა კაჭარავას "კორონას" უმასპინძლებს.