
20 წლის კვანტალიანი "ტერმალიკაში" გადაბარგებამდე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, ბოლო სეზონში კი ბათუმის "დინამოში" იასპარეზა, რომლის რიგებშიც 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
მას კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმეს და თუ თავი კარგად წარმოაჩინა, ხელშეკრულებას გაუგრძელებენ.
"ვიძევი" პოლონეთში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო, მაგრამ ფინანსური პრობლემები შეექმნა და ქვედა ლიგაში დაქვეითდა, ამ სეზონში კი უკვე 11 ფეხბურთელი დაიმატა და აღორძინებას ცდილობს.