"ვორსკლას" რიგებში პირველ ტაიმში ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ითამაშა, ხოლო მეორე ტაიმში მცველმა ანდრო გიორგაძემ. რაც შეეხება "სპარტაკს", ძირითად შემადგენლობაში იყო ჰავბეკი ვახტანგ ჭანტურიშვილი.
კარგად ითამაშა კობახიძემ, მან კადიმიანს საგოლე გადაცემა გაუკეთა, გიორგაძე კი პოლტავური კლუბის საიტის მტკიცებით, "საფეხბურთო პროფესორივით" ირჯებოდა, დაცვაშიც ჩინებულად ართმევდა თავის მოვალეობას თავს და შეტევებშიც ერთვებოდა.