ანანიძე ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ჯიქია კი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს

AutoSharing Option
დუბაიში მოსკოვის "სპარტაკის" შეკრებაზე ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს ვარჯიშს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე.

მოსკოვის "სპარტაკის" სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა მიხაილ ვართაპეტოვმა განაცხადა, რომ 12 სექტემბერს რომში მარცხენა კოჭ-წვივზე ოპერაციაგაკეთებული ანანიძის რეაბილიტაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მწყობრში კი თებერვლის ბოლოს უნდა ჩადგეს.

დღეს "სპარტაკი" ამხანაგურ-საკონტროლო მატჩში ჩინეთის "შანხაი ტელეისთან" დამარცხდა 0:1. შეხვედრის მე-15 წუთზე მძიმე ტრავმა მიიღო "სახალხო გუნდის" მცველმა გიორგი ჯიქიამ და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. როგორც იუწყებიან, მას მუხლქვეშა მყესი აქვს დაზიანებული.

მკითხველის კომენტარები / 3 /
Vulocav sulit da gulit
Shps betoni stadionze
18:36 20-01-2018
0
ცუდი ის არის რომ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატში ვერ მიიღოს მონაწილეობა.
j.ch.
16:45 19-01-2018
1

სიახლეები პოპულარული