![](https://sportall.ge/pictures/image31/d376061cef5589933d8d6a2124a46713.jpg)
მოსკოვის "სპარტაკის" სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა მიხაილ ვართაპეტოვმა განაცხადა, რომ 12 სექტემბერს რომში მარცხენა კოჭ-წვივზე ოპერაციაგაკეთებული ანანიძის რეაბილიტაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მწყობრში კი თებერვლის ბოლოს უნდა ჩადგეს.
დღეს "სპარტაკი" ამხანაგურ-საკონტროლო მატჩში ჩინეთის "შანხაი ტელეისთან" დამარცხდა 0:1. შეხვედრის მე-15 წუთზე მძიმე ტრავმა მიიღო "სახალხო გუნდის" მცველმა გიორგი ჯიქიამ და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. როგორც იუწყებიან, მას მუხლქვეშა მყესი აქვს დაზიანებული.