ბუბა დაუშვილი "ირტიშში" არ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი ყაზახეთის კლუბ "ირტიშის" რიგებში არ იასპარეზებს.

თითქოს გადაწყვეტილი იყო, რომ 28 წლის საყრდენი ნახევარმცველი ქალაქ პავლოდარის კლუბში ითამაშებდა და დაუშვილი "ირტიშს" შეკრებაზეც გაჰყვა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება არ შედგა.

გავრცელებული ცნობით, მხარეებმა ერთმანეთში ვერ მოილაპარაკეს, ამიტომ ბუბამ გუნდის რიგები უკვე დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას დაუშვილი. ბოლოს იგი უნგრული "დიოშდიორის" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი იქნებოდა რომელიმე ქართულ გუნდს დახმარებოდა ევრო თასებზე.
ალექს
19:36 19-01-2018
0

სიახლეები პოპულარული