უკრაინულ გუნდში პირველი ტაიმი ითამაშეს ქართველმა ლეგიონერებმა, ანდრო გიორგაძემ და სანდრო კობახიძემ. ამ უკანასკნელმა 30-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
აღსანიშნავია, რომ "იაგელონიაში" 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე 18 წლის ქართველი ცენტრალური მცველი ლუკა ასათიანი. ლუკა 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და უკვე 2 წელია პოლონურ გუნდშია.