დავით ხოჭოლავამ "შახტარის" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის ქალაქ ბელეკში დონეცკის "შახტარმა" პირველი ამხანაგური-საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ბულგარეთის "ლუდოგორეცს" დაუზავდა (2:2).

როგორც წესი, მწვრთნელი ასეთ შეხვედრებში ორ შემადგენლობას ათამაშებს, პირველი კი ოპტიმალურთან მიახლოებულია. ჰოდა, პაულო ფონსეკამ ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა პირველ ტაიმში ათამაშა.

24 იანვარს დონბასური გუნდი ზაგრების "დინამოს" შეხვდება.

მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მათ მეტოქეს "რომას" კარგად შეისწავლიან, ოღონდ იტალიაში ჯალოროსის თამაშზე დასაკვირვებლად არავის არ გააგზავნის, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ამის სახლიდან გაუსვლელად გაკეთებაა ადვილად შესაძლებელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული