"სარაგოსას" მწვრთნელი: პაპუნაშვილმა პროგრესირებისთვის ენა უნდა ისწავლოს

AutoSharing Option
ესპანურმა საიტმა eldesmarque.com-მა "სარაგოსას" მთავარი მწვრთნელის, ნატხო გონსალესის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც იგი ქართველ ლეგიონერ გიორგი პაპუნაშვილზე საუბრობს.

"პაპუნაშვილმა ესპანური უფრო მეტად უნდა ისწავლოს, რათა ადაპტაცია და პროგრესირება შეძლოს, შემდეგ კი მოედანზე მეტ სათამაშო დროს მიიღებს. ენის სწავლა აუცილებელია. თუ ამას პაპუნაშვილი არ გააკეთებს, ადაპტაცია ძალიან გაუჭირდება".

პაპუნაშვილმა ამ სეზონში 14 თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ამ 14 თამაშიდან მან ძირითადში მხოლოდ 6 მატჩი დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ესპანურ საიტზე, ერთ-ერთ მონაკვეთში, პაპუნაშვილი რუს ფეხბურთელადაა მოხსენიებული...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული