22:06 23-01-2018
საბა კვირკველიამ ვიტსელსა და პატოს გასაქანი არ მისცა [VIDEO]
AutoSharing Option
პირველ ტაიმში "ლოკოს" მწვრთნელმა ძირითადი შემადგენლობა დააყენა და რა თქმა უნდა, სასტარტოში იყო ქართველი მცველი საბა კვირკველია.
მეტოქის გუნდში თამაშობდნენ ბელგიელი ნახევარმცველი აკსელ ვიტსელი და ბრაზილიელი ფორვარდი პატო. აღსანიშნავია, რომ საბამ პარტნიორებთან ერთად მოწინააღმდეგის შემტევების და მათ შორის პატოს ნეიტრალიზება მოახერხა.
"რკინიგზელები" უპირატესობას ფლობდნენ და მე-18 წუთზე პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, მაგრამ თერთმეტმეტრიანი თავდამსხმელ ჯეფერსონ ფარფანს მეკარე ჩჟან ლუმ აუღო. თუმცა, ფარფანმა მაინც გაიტანა გოლი (ეს 33 წლის პერუელი რომ არ ჰყავდეთ, რა ეშველებოდათ?) 38-ე წუთზე.
მეორე ტაიმში სიომინმა მთელი გუნდი გამოცვალა და საბოოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ფარფანი არის პერუელი და არა ჩილელი
8
4
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული