თავდაპირველად, პაპუნაშვილმა ბოდიში მოიხადა.
"მინდა, ბოდიში მოგიხადოთ, რადგან დაგპირდით, რომ ინტერვიუს ესპანურად მოგცემდით, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ შემიძლია. პირობას გაძლევთ, რომ ამ პრობლემას უახლოეს მომავალში მოვაგვარებ.
ეს არა მარტო ჟურნალისტებთან ურთიერთობაში მიშლის ხელს, არამედ გუნდში კომუნიკაციაც რთული ხდება. საბედნიეროდ, ინგლისური ენის წყალობით, ამ პრობლემას ვიმარტივებ".
ჟურნალისტებმა პაპუნაშვილს პოზიციის ცვლილებაზეც ჰკითხეს, რომელზეც იგი ბოლო თამაშებში ასპარეზობს.
"სარაგოსას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე გონსალესმა ქართველი ფეხბურთელი ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგიდან ფორვარდად გადაიყვანა.
ბოლო პერიოდში "სარაგოსა" ცუდ შედეგს აჩვენებს და არცერთი ჩვენგანი ამით კმაყოფილი არ არის, მაგრამ ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ და ვიდრე გუნდი ერთიანია, ყველაფერი კარგად იქნება.
შესაძლოა, წააგო რამდენიმე თამაში, მაგრამ არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს, რა არის შენი მიზანი. პარასკევს "კორდობას" ვეთამაშებით. გუნდი მთელი ძალებით 3 ქულის ასაღებადაა მობილიზებული", - აღნიშნა პაპუნაშვილმა.