ახლახან უნგრეთის "ბალმაზუივაროშში" გადასულმა 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ლაშა შინდაგორიძემ სრულად ჩაატარა "სეგედთან" ამხანაგური-საკონტროლო მატჩი და 44-ე წუთზე გატანილი გოლით მისმა გუნდმა 1:0 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა ლაშას თანაგუნდელმა ირაკლი მაისურაძემ.
რაც შეეხება "ბალმაზუივაროშის" მესამე ჩვენებურ ლეგიონერს ბაჩანა არაბულს, წინა მატჩში "ორადეასთან" შეუცვლელად იასპარეზა.
კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ ტანმაღალი შინდაგორიძე (189 სმ) სწრაფია, სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და გუნდს ძალიან გამოადგება.