ჰოლანდიის ჩემპიონატში მე-100 გამარჯვება იზეიმა გურამ კაშიამ. მისმა "ვიტესმა" კი საგარეო შეხვედრაში "ზვოლე" 2:1 დაამარცხა. არნემელთა ქართველი კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და 77-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.
ჰოლანდიის ერედივიზიონის დაწყებიდან 20 ტურია გასული. "ვიტესი" 31 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს, რომელიც ევროპის ლიგის პლეი-ოფში თამაშის გარანტიას აძლევს.
მხოლოდ მეორე ტაიმის დამატებით დროში გამოჩნდა მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც სამუელ კალუ შეცვალა. მისმა "გენტმა" კი იუპერ
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მორიგი შეხვედრა წააგო გიორგი აბურჯანიას "სევილია ატლეტიკომ". ქართველი ნახევარმცველის კლუბი გასვლით მატჩში "ლეონესასთან" 1:2 დამარცხდა. აბურჯანია ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ანდალუსიური კლუბი კი ბოლოსწინა, 21-ე პოზიციას 16 ქულით იკავებს.
გიორგი პაპუნაშვილის გარეშე სძლია მეტოქეს "სარაგოსამ", რომელმაც "კორდობა" საშინაო მატჩში 1:0 დაამარცხა. პაპუნაშვილი სათადარიგოთა შორის გახლდათ და მოედანზე არ გამოჩენილა. "სარაგოსამ" კი 30 ქულა დააგროვა და მე-13 პოზიციაზე იმყოფება.
საგარეო მარცხი იწვნია ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკმა". ტარაგონელები "ხიხონთან" 0:2 დამარცხდნენ. სტუმართა ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და შეუცვლელადაც იასპარეზა. ეს წაგება "ხიმნასტიკისთვის" ზედიზედ მე-2 იყო, რითაც გასავარდნ ზონას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში აკაკი გოგიას "უნიონმა" ლუკას ჰუფნაგელის "ნიურბერგი" მიიღო და 0:1 დამარცხდა. მატჩი შეუცვლელად ჩაატარა გოგიამ, ჰუფნაგელი კი განაცხადში არ იმყოფებოდა. "უნიონი" 27 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს, ხოლო "ნიურბერგი" 37 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.
მალტის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა მოიგო გიორგი გოროზიას "ჰიბერნიანსმა". ქართველი ფეხბურთელის გუნდმა საშინაო შეხვედრაში "გრიზა" 2:0 დაამარცხა, გოროზიამ კი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ამ გამარჯვებით "ჰიბერნიანსმა" 31 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე იმყოფება.
ახლახან უნგრეთის "ბალმაზუივაროშში" გადასულმა 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ლაშა შინდაგორიძემ სრულად ჩაატარა "სეგედთან" ამხანაგურ-საკონტროლო მატჩი და 44-ე წუთზე გატანილი გოლით მისმა გუნდმა 1:0 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა ლაშას თანაგუნდელმა ირაკლი მაისურაძემ.
რაც შეეხება "ბალმაზუივაროშის" მესამე ჩვენებურ ლეგიონერს, ბაჩანა არაბულს, წინა მატჩში "ორადეასთან" შეუცვლელად იასპარეზა.
კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ ტანმაღალი შინდაგორიძე (189 სმ) სწრაფია, სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და გუნდს ძალიან გამოადგება.
საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა ვენის "რაპიდმაც", რომელიც "სლოვაცკოს" დაუზავდა - 1:1. "რაპიდის" შემადგენლობაში სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა გიორგი ქვილითაია, რომელიც მატჩში მეორე ტაიმიდან ჩაერთო. ავტრიის ჩემპიონატს "რაპიდი" 4 თებერვალს განაახლებს და კიდევ ერთ ვენის გუნდს, "აუსტრიას" დაუპირისპირდება.