ვაკო გვილიამ "ბატეს" თავი დააღწია და "ლუცერნში" გადავიდა

AutoSharing Option
როგორც იქნა, საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა ვალერიან (ვაკო) გვილიამ თავი დააღწია ბორისოვოს "ბატეს", სადაც არ ათამაშებდნენ და შვეიცარიის "ლუცერნში" გადავიდა. მას 2020 წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს კონტრაქტი.

"ლუცერნი" 19 ტურის შემდეგ 20 ქულით ქვეყნის პირველობაზე ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა და 3 თებერვალს "ლოზანას" უმასპინძლებს.

"ლუცერნი" 17 800-იან "სვისპორენაზე" თამაშობს.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა რემო მაიერმა თქვა, რომ მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა ვაკო გამოცდილი ფეხბურთელია, გუნდს გააძლიერებს და შაბათის მატჩამდე მას შვეიცარიაში თამაშის უფლება უნდა დართონ.

"ვაკო, "ლუცერნი" მოგესალმება და ახალ გუნდში კარგ
სტარტს გისურვებს!",-ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მე მვთვლი რომ ტალანტია, მაგრამ ესეც უაზროდ ფლანგავს დროს. შვეიცარიაში პროფესიონალები არიან და იქნებ მიხედონ, თვითონაც მოინდომოს და აქაურმა წურბელებმაც თავი დაანებონ.
haha
30 იანვარი 2018 14:44
0
ვულოცავ, დარწმუნებული ვარ, რომ ძირითადში ჩაჯდება. თუ გუნდი არ გავარდება , მთლად კაი
ვასო
30 იანვარი 2018 13:17
0
თავის დაღწევად მაშინ ჩაითვლება, თუ „ლუცერნში“ ძირითადში დაიმკვიდრებს ადგილს.
გულშემატკივარი
30 იანვარი 2018 11:05
0
მაგაში ეჭვიც არ მეპარება. დარწმუნებული ვარ თავს არ დაზოგავს და ყველაფერი გამოუვა. მთავარია ლუცერნი არ გავარდეს
გიო
30 იანვარი 2018 11:38
0
ძალიან გამახარა ამ ინფორმაციამ, ვაკო ბოლო პერიოდის ერთ ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც გულით, სულით და მთელი ჯიგარით თამაშობს ნაკრებში და ვერ იტყვის ადმიანი რომ მან რამე დააკლო თამაშს. მართალია პირადად მე მისთვის უფრო დიდი კლუბი მირჩევნია მგრამ შესანიშნავი ვარიანტია და იმედია ახალი შესარჩევი ციკლისათვის ისევ ისეთ გულ და თვალანთებულ გვილიას ვიხილავთ გულშემატკივრები
gg
30 იანვარი 2018 10:23
0
კარგი იქნება თუ უმაღლეს ლიგაში შეინარჩუნებენ ადგილს.
შოთა
30 იანვარი 2018 09:10
0
კარგია, ვაკო დარწმუნებული ვარ შრომას არ დაიზარებს და ამ კარგ შემპიონატში თავს გამოიჩენს>.
kika
30 იანვარი 2018 08:30
0
ძაანაც კარგი, წარმატებები ვაკოს!
Georgian
30 იანვარი 2018 02:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული