ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ვაკო გვილიამ "ბატეს" თავი დააღწია და "ლუცერნში" გადავიდა

AutoSharing Option
როგორც იქნა, საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა ვალერიან (ვაკო) გვილიამ თავი დააღწია ბორისოვოს "ბატეს", სადაც არ ათამაშებდნენ და შვეიცარიის "ლუცერნში" გადავიდა. მას 2020 წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს კონტრაქტი.

"ლუცერნი" 19 ტურის შემდეგ 20 ქულით ქვეყნის პირველობაზე ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა და 3 თებერვალს "ლოზანას" უმასპინძლებს.

"ლუცერნი" 17 800-იან "სვისპორენაზე" თამაშობს.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა რემო მაიერმა თქვა, რომ მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა ვაკო გამოცდილი ფეხბურთელია, გუნდს გააძლიერებს და შაბათის მატჩამდე მას შვეიცარიაში თამაშის უფლება უნდა დართონ.

"ვაკო, "ლუცერნი" მოგესალმება და ახალ გუნდში კარგ
სტარტს გისურვებს!",-ნათქვამია კლუბის განცხადებაში.