ეს შეხვედრა სრულად ჩაატარა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ, ხოლო მცველი ანდრო გიორგაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.
ორივე ქართველმა ლეგიონერმა კარგად ითამაშა და ორივემ გოლი გაიტანა. სანდრო საკმაო ხანია გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, 21 წლის ტანმაღალი (197 სმ) ანდრო კი უკვე სტაბილურად ხვდება ძირითად შემადგენლობაში, დაცვაშიც კარგად ირჯება და შეტევაშიც შედეგიანად ერთვება.