კარგი იქნებოდა, ამ ფეხბურთელებს საქართველოს ჩემპიონატში რომ ეთამაშათ, მაგრამ ჩვენთან ხშირ შემთხვევაში კარუსელის რწევა ურჩევნიათ. ეს ფეხბურთელები კი ნებისმიერ კლუბს გამოადგებოდნენ.
ჯაბა ლიპარტია - 30 წლის ქართველს "ანჟიში" სიტუაცია ვერ აეწყო, ნახევარწლიანი ასპარეზობის შემდეგ ვერცერთი მხარე კმაყოფილი ვერ დარჩა. ნახევარი წლის განმავლობაში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 226 წუთი ითამაშა. ჯერჯერობით უცნობია და არც არსად იწერება დაინტერესებული მხ
დავით თარგამაძე - უკვე ერთი წელია უკლუბოდ არის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და არც არსად იწერება იმის შესახებ, თუ სად შეიძლება დაუბრუნდეს თარგამაძე ფეხბურთს. არადა, ეგეთი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ნებისმიერ კლუბს.
ნიკა ძალამიძე - მოულოდნელად ნახევარი წლის შემდეგ დატოვა ბუქარესტის "იუვენტუსი". მიზეზი, სავარაუდოდ, ფინანსური დეტალები იყო, რადგან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუმინულ კლუბში არცთუ ისე ცუდად გამოიყურებოდა. მისი მონაგარი 10 მატჩში 2 გოლი გახლდათ.
ჯაბა ჯიღაური - საქართველოს ნაკრების შემტევმა მაკედონიური "ვარდარი" 1 წლის შემდეგ დატოვა და კლუბს თავი "ფენერბახჩესთან" გატანილი გადამწყვეტი გოლით დაამახსოვრა. ჯაბამ ყველა ტურნირზე კლუბთან ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლოს იწერებოდა, რომ ის ან "ზირას", ან "გაბალას" ფეხბურთელი გახდებოდა, თუმცა ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა.
უჩა ლობჟანიძე - "ატირაუსთან" კონტრაქტის დასრულების შემდეგ ჯერ კიდევ უცნობია, თუ საით გაგრძელდება საქართველოს ნაკრების მცველის გზა. უჩა ყაზახეთამდე "დინამოში" თამაშობდა და მისთვის საქართველოს ჩემპიონატში ყოფნა უცხო არ არის.
მურთაზ დაუშვილი - ჯერ კიდევ არ გარკვეულა, თუ რომელ კლუბში იქნება საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი. აქტიურად საუბრობდნენ ყაზახურ "ირტიშზე", თუმცა ეს ტრანსფერი ჩაიშალა. დაუშვილის დამატება "რუსთავსაც" სურდა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ტრანსფერიც არ გამოვიდა, რადგან შეკრებაზე წამსვლელ 26-ფეხბურთელიან სიაში არ იყო.