ქართველი ლეგიონერები წლის პირველი შეხვედრისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
2022 წელს, ქართველი ლეგიონერების პირველი შეხვედრა 5 იანვარს შედგება - თორნიკე ოქრიაშვილის, მურთაზ დაუშვილისა და გიორგი ქვილითაიას "აპოელი" "პაეკს" ესტუმრება.

14 ტურის შემდეგ ჩვენებურების კლუბს 20 ქულა აქვს და თუკი გამარჯვება ვერ მოახერხეს, მოწინავე სამეულს კიდევ უფრო სოლიდურად ჩამორჩებიან.

ნიქოზიელებს სუსტი დაცვის ხაზი ჰყავთ - 17 გაშვებული გოლი ჩემპიონატში ერთ-ერთი უარესი შედეგია.

ოქრიაშვილი შედეგიანი სეზონით ვერ გამოირჩევა - მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა, ქვილითაიამ კი მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო, რასაც 2 საგოლე პასი დაამატა.

შეხვედრა ჩვენი დროით 19 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება "აპოელის" მომდევნო მეტოქეს, ისინი 9 იანვარს თემურ ქეცბაიას და გიორგი ლორიას "ანორთოსისს" უმასპინძლებენ, რომელიც 22 ქულით მე-4 პოზიციაზეა. კვიპროსის ჩემპიონატს 29 ქულით რევაზ ინჯგიას "აპოლონი" ლიდერობს.

altქვილითაიას გოლის შემდეგ - კაჭარავას კლუბიდან გაშვებას ითხოვენ

altგმირი ქვილითაია და "აპოელის" ნანატრი გამარჯვება "ომონიასთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული