აზიის ჩემპიონთა ლიგა: არველაძის გუნდს უმცროსი ვლადიმირ ვაისის კლუბმა აჯობა

AutoSharing Option
აზიის კონტინენტის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინალური შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველების გუნდებიც მონაწილეობდნენ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა გიორგი გველესიანის "ზობ აჰანმა". ირანულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე ინდოეთის გუნდ "აიზავლს" აჯობა - 3:1. ქართველმა მცველმა კი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

ყატარის "ალ-გარაფასთან" ვერაფერს გახდა შოთა არველაძის "ფახთაქორი". თავიდანვე ვთქვათ, რომ "ალ-გარაფას" რიგებში საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის შვილი - ვლადიმირ ვაისი-უმცროსი ასპარეზობს. ამ კლუბის მაისურს ასევე ისეთი ფეხბურთელი ირგებს, როგორიც ვესლი სნეიდერია.

ანგარიში კი სწორედ ჰოლანდიელის ზუსტად შესრულებული პენალტით გაიხსნა,
რასაც მალევე პორტუგალიელი მცველის, დიოგო ამადოს გატანილი ბურთიც მიემატა. არველაძის გუნდმა პრესტიჟის გოლის გატანა მსაჯის მიერ დამატებულ დროში მოახერხა და 1:2 დამარცხდა - ბურთი კი თავის ანგარიშზე იასურბეკ ხაკიმოვმა ჩაიწერა.

"ვულოცავ მეტოქე გუნდს ამ წარმატებას. ორივე გოლი ბავშვური შეცდომით გავუშვით. მოგვიანებით, სიტუაციის შეცვლა ვცადეთ, თუმცა არაფერი გამოგვივიდა", - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ არველაძემ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული