ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა გიორგი გველესიანის "ზობ აჰანმა". ირანულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე ინდოეთის გუნდ "აიზავლს" აჯობა - 3:1. ქართველმა მცველმა კი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
ყატარის "ალ-გარაფასთან" ვერაფერს გახდა შოთა არველაძის "ფახთაქორი". თავიდანვე ვთქვათ, რომ "ალ-გარაფას" რიგებში საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის შვილი - ვლადიმირ ვაისი-უმცროსი ასპარეზობს. ამ კლუბის მაისურს ასევე ისეთი ფეხბურთელი ირგებს, როგორიც ვესლი სნეიდერია.
ანგარიში კი სწორედ ჰოლანდიელის ზუსტად შესრულებული პენალტით გაიხსნა,
"ვულოცავ მეტოქე გუნდს ამ წარმატებას. ორივე გოლი ბავშვური შეცდომით გავუშვით. მოგვიანებით, სიტუაციის შეცვლა ვცადეთ, თუმცა არაფერი გამოგვივიდა", - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ არველაძემ.