შვეიცარიის ჩემპიონატის მე-20 ტურში "ლუცერნმა" სახლში 2:1 სძლია "ლოზანას", რომლის რიგებში ბოლო 19 წუთი ითამაშა "რეალის" მწვრთნელის ზინედინ ზიდანის შვილმა, ენცო ალან ფერნანდეს ზიდანმა.
"ლუცერნის" დირექტორმა რემო მაიერმა განაცხადა, რომ ვაკოს დოკუმენტების გაფორმება დროზე ვერ მოხერხდა და ამიტომ ვერ შეიყვანეს განაცხადში.
შემდეგ შეხვედრას გვილიას გუნდი 11 თებერვალს ციურიხში "გრასჰოპერსთან" გამართავს.