ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს

AutoSharing Option
50 წლის ქართველი მწვრთნელის, გიორგი ჩიხრაძისა და ახნასის "ეთნიკოსის" გზები გაიყარა. ქართველმა სპეციალისტმა კვიპროსული გუნდი გუნდი რომ ჩაიბარა, ის ცუდ დღეში იყო და ასეა ახლაც – "ეთნიკოსს" კვიპროსის ჩემპიონატში ბოლო ადგილი უჭირავს.

მოდით, ასე ვთქვათ: "ეთნიკოსი" არ იყო ის გუნდი, სადაც ჩიხრაძე ბოლომდე გამოავლენდა საკუთარ შესაძლებლობებს და ალბათ უკეთესიცაა, ჩიხრაძემ გუნდი რომ დატოვა. შეგახსენებთ, რომ მოქმედი ფეხბურთელის რანგში გიორგი ჩიხრაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 24 შეხვედრა ჩაატარა. სხვადასხვა დროს წვრთნიდა "ამერს" და "სიმურგს". კახა ცხადაძესთან ერთად მუშაობდა ბაქოს "ინტერში", საქართველოს
ნაკრებსა და ალმათის "ქაირათში".

ასევე გაიყარა "ეთნიკოსისა" და 25 წლის ქართველი შემტევის, გიორგი ილურიძის გზები. ილურიძეს სხვადასხვა დროს უთამაშია "ანჟის", "დილას", "ჰაიდუკის", "ერმისის", "ზესტაფონის" და "სკა ენერგიას"შემადგენლობაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული