"ანჟის" ძირითად შემადგენლობაში იყო მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც არც ამ შეხვედრაში არ გაუშვა გოლი. ის შესვენების შემდეგ შეცვალეს.
რაც შეეხება "ტობოლის" ქართველ ლეგიონერებს, ნიკა კვეკვესკირი სასტარტოში დააყენა მწვრთნელმა, ჯაბა კანკავა კი შეცვლაზე შეუშვა. უნდა აღინიშნოს, რომ კუსტანაური გუნდი შეკრებაზე სუსტად თამაშობს.