ჯაბა კანკავას "ანჟის" ფეხბურთელთან ჩხუბი პირდაპირ მოედანზე მოუვიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და "ტობოლის" ფეხბურთელ ჯაბა კანკავას ყაზახური გუნდის შეკრებაზე არასასიამოვნო ამბავი გადახდა თავს.

"ტობოლისა" და მახაჭყალის "ანჟის" ამხანაგური მატჩის დროს კანკავასა და არსენ ხუბულოვს შორის პირდაპირ მოედანზე მუშტი-კრივი გაიმართა.

მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ერთდროულად ორ მოწინააღმდეგეს ეუხეშა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა არსენ ხუბულოვთან. შელაპარაკების დროს კი ქართველმა მუშტი უთავაზა მეტოქეს, რასაც ორმხრივი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

საბოლოოდ ორივე მხარე ფეხბურთელებმა და მსაჯმა გააშველეს.

"ანჟის" კარს, როგორც უკვე გაუწყეთ, გიორგი ლორია იცავდა.


მკითხველის კომენტარები / 9 /
დაწერეთ ერთხელ რატომ მბლოკავთ და აღარ შეგაწუხებთ?!
aburjga
17:51 05-02-2018
0
ჯაბა ტყუილად არ წაუთაქებდა
ალეკო
17:35 05-02-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული