![](https://sportall.ge/pictures/image31/1e6fc3cdba083fbbc716f2940a49971c.jpeg)
თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ ანგარიში დებიუტში დენისოვის შეცდომის შემდეგ გახსნა, ხოლო 27-ე წუთზე პეიჩინოვიჩმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი ბალომ გაიტანა.
მასპინძლებს კიდევ ჰქონდათ მომენტები და რომ გამოეყენებინათ, "რკინიგზელები" გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. ბედად 43-ე წუთზე "ნიცას" მცველმა სერიმ საჯარიმოში ალექსეი მირანჩუკი მოცელა და თერთმეტმეტრიანი ფერნანდეშმა გამოიყენა.
მეორე ტაიმში თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და 68-ე წუთზე მსაჯმა უკანასკნელი იმედის ჯარიმაზე "ნიცას" მარცხენა მცველი კოლე გააძევა, საჯარიმო კი დიდებულად შეასრულა ფერნანდეშმა და 2:2.
რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი ფრანგული გუნდი გატყდა და ცოტა ხანში ფერნანდეშმა ჰეთ-თრიკი მიითვალა.
ასე შემოატრიალა "ლოკომ" თითქმის წაგებული თამაში და შემდეგ ეტაპზე გასვლის ჩინებული შანსი აქვს.
კვირკველიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.