"დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით გიორგი ხარაიშვილს და მისი დამატებით კმაყოფილები ვართ. მას ბევრი კარგი თვისება აქვს. ის სწრაფია, კარგი ტექნიკა აქვს და რთულ სიტუაციებში მოქმედების გამოცდილება", - განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მატს გრენმა.
შეგახსენებთ, რომ "საბურთალოს" სპორტული დირექტორის კახა კაშიას თქმით ხარაიშვილმა შვედურ კლუბთან 1+2.5 სისტემით გააფორმა კონტრაქტი.
გუნდის ახალვწულზე კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პოი ასბაგხმაც გააკეთა.
"მართალია მისი თამაში ცოცხლად არ მინახავს, მხოლოდ ჩანაწერში, მაგრამ ეს შთამბეჭდავი იყო".
ხარაიშვილი
მომზადებულია ifkgoteborg.se-ს მიხედვით