მას დიდი ხანი ვაკვირდებოდით - "გეტებორგმა" გიორგი ხარაიშვილი წარადგინა

AutoSharing Option
შვედურმა კლუბმა "გეტებორგმა" 21 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი წარადგინა.

"დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით გიორგი ხარაიშვილს და მისი დამატებით კმაყოფილები ვართ. მას ბევრი კარგი თვისება აქვს. ის სწრაფია, კარგი ტექნიკა აქვს და რთულ სიტუაციებში მოქმედების გამოცდილება", - განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მატს გრენმა.

შეგახსენებთ, რომ "საბურთალოს" სპორტული დირექტორის კახა კაშიას თქმით ხარაიშვილმა შვედურ კლუბთან 1+2.5 სისტემით გააფორმა კონტრაქტი.

გუნდის ახალვწულზე კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პოი ასბაგხმაც გააკეთა.

"მართალია მისი თამაში ცოცხლად არ მინახავს, მხოლოდ ჩანაწერში, მაგრამ ეს შთამბეჭდავი იყო".

ხარაიშვილი
ახალი გუნდში 22-ნომრიან მაისურს მოირგებს და გუნდთან ვარჯიშს შემდეგი კვირიდან შეუდგება.

მომზადებულია ifkgoteborg.se-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი ტრანსფერია! გიოტებორგი ერთადერთი გუნდია, რომელმაც ორი უეფას თასი(ევროპა ლიგა) ისე მოიგო, რომ თამაში არ წაუგია -1982 და 1987 წლებში. ასეთი შედეგი, მაშინ მით უმეტეს სასწაული იყო.
ნილსონი
20:26 24-02-2018
1

სიახლეები პოპულარული