სანდრო კობახიძემ ჩინებულად ითამაშა და "ვორსკლამ" "ჩერნომორეცი" დაამარცხა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის 22-ე ტურში პოლტავას "ვორსკლამ" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა ოდესის "ჩერნომორეცი" და 37 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.

მატჩის წინ მოედანი ძლივს გაწმინდეს თოვლისაგან, გაზონი მძიმე იყო, თუმცა ამას მასპინძელთა ქართველი ლეგიონერისთვის, სანდრო კობახიძისათვის ხელი არ შეუშლია. ის თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ანგარიში მე-17 წუთზე მისი წამოწყებული სწრაფი კომბონაციის შემდეგ გაიხსნა, ხოლო 45-ე წუთზე მან საჯარიმოში განივი გადაცემა გააკეთა და ევგენი ზუბეიკომ გოლი საკუთარ კარში გაიტანა.

კობახიძე 85-ე წუთზე ანდრო გიორგაძემ შეცვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული