მატჩის წინ მოედანი ძლივს გაწმინდეს თოვლისაგან, გაზონი მძიმე იყო, თუმცა ამას მასპინძელთა ქართველი ლეგიონერისთვის, სანდრო კობახიძისათვის ხელი არ შეუშლია. ის თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ანგარიში მე-17 წუთზე მისი წამოწყებული სწრაფი კომბონაციის შემდეგ გაიხსნა, ხოლო 45-ე წუთზე მან საჯარიმოში განივი გადაცემა გააკეთა და ევგენი ზუბეიკომ გოლი საკუთარ კარში გაიტანა.
კობახიძე 85-ე წუთზე ანდრო გიორგაძემ შეცვალა.